პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე

26.11.2010

25 ნოემბერს, მისიის სადამკვირვებლო ჯგუფმა შენიშნა სამი სამოქალაქო პირი სამხრეთ ოსეთიდან, რომელიც სოფელ დიცის მახლობლად, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ აზომვით სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნულ პირებს რუსეთის და სამხრეთ ოსეთის შვიდი შეიარაღებული სამხედრო ახლდა.

მსგავსი აზომვითი სამუშაოები პირველად არ დაფიქსირებულა. მისიას გააჩნია მზარდი მინიშნებები იმისა, რომ ეს არის საზღვრის ცალმხრივი დემარკაციის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია მოცემული "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" გამო, რადგან ეს შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, რასაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში