პრეს რელიზები

მეთხუთმეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა დვანში

02.09.2011
მეთხუთმეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა დვანში 2 სექტემბერს, დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები, ბოლო დროს დაკავებულ და ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირთა არსებული მდგომარეობა. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს რელიგიურ დღესასწაულებზე და ღონისძიებებზე დასწრების მსურველთა უსაფრთხოების საკითხები. მონაწილეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ, რათა უზრუნველყონ შემოდგომის მოსავლის პერიოდში ადგილობრივი ფერმერების უსაფრთხოება. მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს ბოლო დროს შემჩნეული სხვადასხვა გამაფრთხილებელი ნიშნების მნიშვნელობა. აგრეთვე შეხვედრაზე განიხილეს დუშეთის რაიონში წყალმომარაგების სისტემის და ახალგორის რაიონში გაზის მიწოდების მდგომარეობის საკითხები.
 
შეხვედრა თბილ და სამუშაო ვითარებაში ჩატარდა.
 
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2011 წლის 20 ოქტომბერს გაიმართება.
 
 __________________________
საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანნა ჟებერი +995 91 224026
Follow us on social media