საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ბატონმა ანჟეი ტიშკევიჩმა 22 სექტემბერს სასტუმრო `რედისონში` მიღება გამართა. ელჩი მიესალმა სტუმრებს და მადლობა გადაუხადა მისიის წევრებს მისიის მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის:
"მიმაჩნია, რომ ჩემი დანიშვნა ამ პოსტზე ჩემთვის არის როგორც პატივი, ასევე გამოწვევა. დიდი პატივია რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა მომანდო ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მისიის ხელმძღვანელობა. მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩემი ყოფილი და ახლანდელი კოლეგების - მისიის წევრების მიმართ. მათი თავიანთი შრომის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სწრაფად ჩამოყალიბდა და აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას სტაბილიზაციის პროცესში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ."
მისიის ხელმძღვანელი ტიშკევიჩი ასევე შეეხო უსაფრთხოების სიტუაციას და ნაყოფიერ თანამშრომლობას მომავალში:
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა არის უაღრესად რთული როლი, რადგან მე ვგრძნობ, მორალურ და პროფესიულ პასუხისმგებლობას გავუძღვე მისიას უსაფრთხოების ვითარების განვითარების შესაბამისად და ვუპასუხო ახალ გამოწვევებს. ამისათვის მე ძალ ღონეს არ დავიშურებ, რათა მისიის ავტორიტეტი და მნიშვნელობა ადგილზე შევინარჩუნო, რომელი ამოცანაც საკმაოდ რთულდება იმის მიხედვით თუ რაც უფრო დიდხანს რჩება მისია რეგიონში. მისიის ხელმძღვანელობის პერიოდში, ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო მასპინძელ ქვეყანასთან და სხვა ჩვენს პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შენარჩუნებაზე. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ განვახორციელბთ ჩვენს მანდატს საქართველოს ხელისუფლების და ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების დახმარების გარეშე. "
გამოსვლის შემაჯამებელ სიტყვაში მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ აინშტაინის ცნობილი სიტყვების ციტირება მოახდინა: მშვიდობას ძალით ვერ შეინარჩუნებ, ეს შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ გაგების გზით და განაგრძო:
"მიმუშავია რა მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამხედრო და დიპლომატიურ პოზიციებზე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში შემიძლია მხოლოდ დავადასტურო აინშტაინის სიტყვები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს პირობების შექმნას, რომელშიც ყველა მხარეს ექნება საშუალება კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა კონფლიქტის შედეგად შექმნილი პრობლმების მოგვარებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესი ამ მხრივ დამოკიდებული იქნება კონფლიქტის მხარეების სურვილსა და ძალისხმევაზე. "