პრეს რელიზები

დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეჩვიდმეტე შეხვედრა გაიმართა

22.11.2011

22 ნოემბერს დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეჩვიდმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავებები და ციხეში მყოფი პირების მდგომარეობა. დაისვა ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტების რეჟიმისა და ადგილობრივი ფერმერების ყოველდღიური სამეურნეო საქმიანობის უსაფრთხოების საკითხები.  ასევე იყო განხილული შესაძლო უსაფრთხოების ზომები ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სავარაუდოდ დანაღმულ ადგილებთან დაკავშირებით.

შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში ჩატარდა.
 
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2011 წლის 21 დეკემბერს გაიმართება.
 
Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება