პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეოცე შეხვედრა გაიმართა

22.02.2012

21 თებერვალს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეოცე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს ზოგადი სიტუაცია და ბოლოდროინდელი ინციდენტები საქართველო - ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად და იმსჯელეს შესაძლო უსაფრთხოების ზომებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს. მოხდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოში პატიმრობის ვადის მომხდელი პირების შესახებ.

ასევე დაისვა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის საკითხი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე განსაზღვრული სოფლების მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების კონკრეტული საკითხების განსახილველად.

 შეხვედრა საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა.

 მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 20 მარტს გაიმართება.



ელჩი პოდრიგ მერფი, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოში ირლანდიის მუდმივი წარმომადგენლობის წევრი ჯეიმს ოშეი შეხვედრის მონაწილეებს ელიან  



შეხვედრა საქმიან ატმოსფეროში წარიმართა


 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება