პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების ომის ფეთქებადი ნარჩენებისაგან გასაწმენდად

04.06.2012
3 ივნისს, გრემისხევის მახლობლად, ნაღმის აფეთქების შედეგად მეტყევეების დაშავებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი მოუწოდებს ყველა მხარეს გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების ომის ფეთქებადი ნარჩენებისაგან გასაწმენდად.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამუდმებით აყენებს ადმინისტრაციული საზღვარების გასწვრივ განაღმვითი სამუშაოების განხორციელების საკითხს და იმედოვნებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, მოცემული პრობლემის მოგვარების გზები ჯეროვნად იქნება განხილული მომდევნო შეხვედრაზე.


Follow us on social media