ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც ამ განსაკუთრებით რთულ პერიოდში, შესაძლოა პროვოკაციულად იქნას აღქმული. მოცემულთან დაკავშირებით ელჩმა განაცხადა:
"ამ რთულ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უარი თქვას ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციულად იქნას აღქმული. ამ პერიოდში ვითარების გაუარესება არავის ინტერესში არ შედის."
მოცემულ მომენტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ საკითხებსა და ქმედებებზე დაკვირვებას, რომლებმაც შეიძლება პროვოკაცია გამოიწვიონ. ამავდროულად, დაძაბულობის შესამცირებლად, მისია "ცხელი ხაზის" მეშვეობით მუშაობას ყველა მხარესთან აგრძელებს. ჩვენ მიზნად რჩება ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება.