პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

22.02.2013
22 თებერვალს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლოდროინდელი ინციდენტებისა და დაკავებების შემთხვევები. ქართულმა მხარემ დიდი ხურვალეთის მაცხოვრებელთა გადაადგილების თავისუფლების საკითხი დააყენა. ასევე კვლავ განიხილეს ზარდიანთკარში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობის ადგილზე შესასწავლად მონაწილეების შესთავაზეს წარმომადგენლების დელეგირება ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ამ სოფლებში.ერთობლივი ვიზიტისთვის 

ხაზი გაესვა მხარეთა დამაკავშირებელი სატელეფონო ცხელი ხაზის მნიშვნელობას და მისი ეფექტიანი გამოყენება დადებითად შეფასდა. მხარეები შეთანხმდნენ გაზაფხულის პერიოდში მოახლოებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს ფერმერების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ყველა მონაწილემ გამოთქვა სამებასა და კნოლევში სასმელ წყალთან დაკავშირებული მცირე სარემონტო სამუშაოების ხელშეწყობის მზადყოფნა. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ამნისტიის შესახებ და შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხის გადაწყვეტაზე მიმართულ ძალისხმევას. კვლავ ხაზი გაესვა სამხრედრო წვრთნების შემთხვევაში წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობას.

შეხვედრა საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება. 


Follow us on social media