პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

08.10.2019
8 ოქტომბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება დოქტორი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მისიის პატრულს შეუერთდა. 

დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვილლე სიიკასალმი მიესალმა, რომელმაც სტუმრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, როლი და საქმიანობა გააცნო. ასევე, მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებმა, პრეზიდენტ შტაინმაიერს, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ბოლოს პრეზიდენტმა ამჟამად მისიაში წარმოგზავნილ რამოდენიმე გერმანელ ექსპერტთან შეხვედრა გამართა. 

ფედერალურმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე და უცვლელ მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი, რომელიც ადგილზე მყოფი  ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობაა. მან მაღალი შეფასება მისცა მისიის როლს საქართველოში და ფართო რეგიონში სტაბილურობისა და ნდობის განმტკიცებაში.


მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები  მის აღმატებულებას დოქტორ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის მიმოხილვას აცნობენ


მისი აღმატებულება, მეუღლესთან ერთად, მისიის როლის დეტალების და მისი საქმიანობის შესახებ მიმოხილვას ეცნობა


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება დოქტორი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი,  ბორდერიზაციის ნიშნებს  ჭოგრიტით აკვირდება


მისი აღმატებულება, დოქტორი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მისიის გერმანელ თანამშრომლებს  ესაუბრება


დოქტორ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და მისმა მეუღლემ  მისიის გერმანელ თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათი გადაიღეს


საპატიო სტუმრებს ოძისში ვიზიტის დროს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების ხელმძღვანელი ვილლე ოსკარი სიიკასალმი (მარცხნიდან მეორე) მიესალმა 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში