პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირება ატოცში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე

31.10.2019
მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს გაავრცელოს შემდეგი ინფორმაცია:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, 30 ოქტომბერს, გამთენიისას, ჩაატარა რეგულარული, დაგეგმილი პატრულირება სოფელ ატოცის სიახლოვეს. მისია დღისით და ღამით აწარმოებს დაკვირვებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე და მისი დამკვირვებლების ადგილზე ყოფნა არ ყოფილა პასუხი რაიმე კონკრეტულ ინციდენტზე, როგორც ამას ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა. უფრო მეტადაც, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პატრულირება მისიის საპატრულო გეგმის შესაბამისად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება და ანგარიშგებას ახდენს „ბორდერიზაციის“ დამატებით ნიშნებზე ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მისიამ დააფიქსირა ახალი ღობეების აღმართვის პროცესი, რომელიც გადაადგილების თავისუფლების კუთხით დამატებით წინაღობებს უქმნის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. მისიას არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი განსხვავებები სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების ადგილზე ყოფნის ან პატრულირების კუთხით უკანასკნელ დროს. მისია აფასებს უსაფრთხოების სიტუაციას ადმინისტაციული საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, როგორც შედარებით სტაბილურს უკანასკნელ პერიოდში. 


Follow us on social media