პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს 16-დღიან აქტივიზმის კამპანიას გენდერული ძალადობის შეჩერების ხელშესაწყობად

25.11.2019
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) ამაყობს იმით რომ უერთდება გლობალური აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას, რომლის მიზანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა. 16-დღიანი კამპანია იწყება დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და მთავრდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

გენდერული ძალადობა, ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობის ჩათვლით, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, რაც ძირითადად ქალებსა და გოგონებზე ისახება. მსოფლიოში ყოველი 3 ქალიდან დაახლოებით 1 განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
საქართველოში, გენდერული ნიშნით ძალადობის გაეროს ქალთა დახმარების ინიციატივის მიერ   ჩატარებული ეროვნული კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა ისეთ ქალთა პროცენტული ზრდა, რომლებიც ოჯახში ძალადობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს - ეს მონაცემი 2017 წელს 18%-მდე გაიზარდა, რაც 2009 წელს მხოლოდ 1.5%-ს შეადგენდა.

აქტივიზმის 16 დღე შესაძლებლობას გვაძლევს გამოვთქვათ ჩვენი მხარდაჭერა და გავაძლიეროთ ქმედებები გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად ჩვენს თემებში, სახლში, სამსახურში, ყველგან,” - თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა. მისიის თანამშრომლებთან მიმართვისას, მან დასძინა: ”ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია და უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოსაფხვრელად, იმისათვის რომ გვქონდეს თანასწორი, მშვიდობიანი და უსაფრთხო საზოგადოება”.

აქტივიზმის 16 დღის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განახორციელებს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს იმ თემებში, სადაც ჩვენ მაქსიმალური ჩართულობა გვაქვს - ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.

დაგეგმილი ერთობლივი საქმიანობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოიცავს მრგვალ მაგიდას გორში ქალთა უფლებების დამცველებთან, პრეზენტაციებს სკოლებში და ფორუმის თეატრში  - წარმოდგენები გენდერული ნიშნით ძალადობის თემებზე ზუგდიდის მახლობლად ახალგაზრდებისთვის.

გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამართავს ინფორმაციის გაცვლის შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ყოველდღიურად შეხვდებიან ქალებსა და მამაკაცებს, რათა განიხილონ გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები და მიაწოდონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ.

მისიის წევრები ასევე მხარს დაუჭერენ გლობალურ #OrangetheWorld (შეღებე სამყარო ნარინჯისფრად) კამპანიას, ნარინჯისფერი ლენტების ტარებით და გაზიარებით, რითიც ერთგვარ პირობას დებენ, არასდროს ჩაიდინონ, შეიწყნარონ ან თვალი დახუჭონ გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე.



Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში