პრეს რელიზები

ვიშეგრადული ჯგუფის მაღალი დონის ოფიციალური პირების ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში

27.11.2019
27 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოეგი  შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს ვიშეგრადის ჯგუფის, ასევე V4-ის სახელით ცნობილი ქვეყნებიდან, მათი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.

საუბარი შეეხო მისიის როლს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებში და საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ დირექტორებს ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მათი მისიის მიმართ მყარი მხარდაჭერისათვის, რაც გამოიხატება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის დამკვირვებლების და ექსპერტების მოვლინებაში.

შენიშვნა

V4-ის წარმომადგენელი ყველა თითოეული ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში. დღესდღეობით ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის 45 წარმომადგენელი მუშაობს მისიაში.

 
 
სტუმრები იღებენ სამახსოვრო ფოტოს მისიის ხელმძღვანელ, ერიკ ჰოეგთან


შეხვედრის მიმდინარეობა
Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში