პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს შეხვდა

21.07.2020

2020 წლის 21 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

ბატონი თალაკვაძე გულწრფელად მიესალმა მისიის ხელმძღვანელს და გამოხატა რწმენა, რომ მისი ხელმძღვანელობით, გულთბილი ურთიერთობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრის დროს, მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეინარჩუნა ადგილზე მისი სადამკვირვებლო შესაძლებლობები COVID-19-ის კრიზისის დროს. მან ასევე გამოთქვა წუხილი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრების ხანგრძლივი შეჩერების გამო. მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დიალოგის ამ პლატფორმების სწრაფი აღდგენის საჭიროებას. ელჩმა შჩიგელმა ასევე აღნიშნა მისიის მუშაობა ინფორმაციის გაცვლის და დაძაბულობის შემცირების კუთხით, მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით. 

ბატონმა თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მნიშვნელოვან როლს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობას შორის ნდობის გაძლიერების კუთხით. მან ასევე აღნიშნა იმის მნიშვნელობა, რომ მისია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას წარმოადგენს და წამოწია რამდენიმე საკითხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით.


 

მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეინარჩუნა ადგილზე მისი სადამკვირვებლო შესაძლებლობები COVID-19-ის კრიზისის დროს

შეხვედრის პროცესში

ბატონმა თალაკვაძემ ხაზი გაუსვა მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მნიშვნელოვან როლს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით

Follow us on social media