პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა.

24.07.2020

2020 წლის 23 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი თბილისში შეხვდა  შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.

ბატონმა გომელაურმა ელჩ შჩიგელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მადლობა გადაუხადა მისიის უწყვეტი მუშაობისთვის COVID-19-პანდემიის დროს და ადგილზე სტაბილურობას და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის. მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა თავისი პრიორიტეტების და მისიის ძალისხმევის შესახებ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების სწრაფად აღდგენის კუთხით.

შემდგომი დისკუსია დაეთმო მათ შორის უსაფრთხოების ვითარებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. მინისტრმა გომელაურმა გამოიყენა შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მისიის მართვადი ცხელ ხაზის მნიშვნელობას ინფორმაციის გაცვლის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დეტალურად აღნიშნა მისიის მნიშვნელოვანი როლი, ადგილზე არსებული ობიექტური ინფორმაციის წარმოდგენის კუთხით.

ორივე მხარემ აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოხატეს რწმენა, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება.


შეხვედრის მონაწილეები მისალმებებს ცვლიან

ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დეტალურად აღნიშნა მისიის მნიშვნელოვანი როლი, ადგილზე არსებული ობიექტური ინფორმაციის წარმოდგენის კუთხით

ბატონმა გომელაურმა ელჩ შჩიგელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მადლობა გადაუხადა მისიის უწყვეტი მუშაობისთვის 

Follow us on social media