პრეს რელიზები

პოზიტიური ატმოსფერო ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის დროს

31.07.2020
2020 წლის 30 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელის და სამხრეთ კავკასიაში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრა გაიმართა. COVID-19-ის ფონზე, 2019 წლის აგვისტოდან, პირველად ჩატარებული რეგულარული შეხვედრა ჯანდაცვის უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომის დაცვით ჩატარდა, პოზიტიურ და კონსტრუქციულ გარემოში.

მონაწილეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის ახალ თანათავმჯდომარეს, ელჩ მარეკ შჩიგელს და მის ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვეს. მონაწილეებმა განიხილეს სტაბილიზაციასა და ნორმალიზებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივად დაკეტვის გავლენა ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებაზე და ცხოვრების პირობებზე; უსაფრთხოების ვითარება ჩორჩანა-წნელისის რაიონში; დაკავებების ბოლოდროინდელი შემთხვევები; ასევე სხვა გადაუწყვეტელი მნიშვნელოვანი ინციდენტები. მათ ასევე განიხილეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებზე სარწყავი ინფრასტრუქტურის მართვის საკითხები.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ რეგულარული დიალოგის განახლების მიმართ  მონაწილეთა მზადყოფნას და დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის გამოყენება. ხაზი გაესვა ცხელი ხაზის გამოყენების და დაძაბულობის შემცირების კუთხით ეუთოს მნიშვნელოვან როლს. კომუნიკაციის არსებული საშუალებების კარგად გამოყენების შემთხვევების გახსენებით, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს ინფორმაციის დროულად გაცვლის მნიშვნელობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციის და დაძაბულობის შემცირების კუთხით.

თანათავმჯდომარეებმა ასევე გამოჰყვეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წუხილთან დაკავშირებული საკითხები და მოუწოდეს მონაწილეებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის გამოყენების გაგრძელებისკენ მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითების განსახილველად. თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს COVID-19-ის დამამძიმებელი გავლენა სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე. იმედი გამოთქვეს მომავალ კონსტრუქციულ და საერთო ნაბიჯებთან დაკავშირებით ადგილზე ადამიანის უსაფრთხოების და ზოგადად ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.

 


მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ოპერაციების განყოფილების უფროსი, ბ-ნი ვილე სიიკასალმი


თანათავმჯდომარეები, მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა ესალმებიან ქართველ მონაწილეებს


თანათავმჯდომარეები ხვდებიან სამხრეთ ოსეთის წამყვან მონაწილეს


შეხვედრა ახლა დაიწყო


შეხვედრა მიმდინარეობს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების 96-ე შეხვედრას აჯამებს
Follow us on social media