პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის რაიონს ეწვია

03.08.2020
31 ივლისს და 1 აგვისტოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის რაიონს ეწვია.

ელჩ შჩიგელს გაცნობითი ხასიათის ვიზიტები ჰქონდა მისიის საკონტაქტო პირებთან, ის ასევე შეუერთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულს აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, მათ შორის ენგურის ხიდზე არსებულ გადასასვლელ პუნქტზე, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებზე გადასასვლელი მოძრაობისთვის კვლავ დაკეტილი რჩება.

31 ივლისს, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ფოთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების სახელმწიფო რწმუნებულის 1-ელ მოადგილე, მალხაზ თორიასთან შეხვედრისას მისიის ხელმძღვანელმა აფხაზეთის მიმართულებაზე, გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების სწრაფად განახლების იმედი გამოთქვა, რომლებიც 2 წელია შეჩერებულია. მან მადლობა გამოხარა მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისს და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ორივემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი ეკონომიკისთვის COVID-19-ის მიერ შექმნილი გამოწვევების და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივად ჩაკეტვის შესახებ.

იმავე დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ეწვია საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის შტაბს, სადაც მის მეთაურთან, კაპიტანთან რამაზ პაპიძესთან ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოების  ამჟამად არსებული ვითარების შესახებ.

1 აგვისტოს, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, განმუხურის, ხურჩის და შამგონას რაიონებში პატრულირების შემდეგ, ელჩი შჩიგელი კორცხელის მონასტერში გაემგზავრა ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ, მის უსამღვდელოესობა მიტროპოლიტ გერასიმესთან შესახვედრად.  საუბრის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დაინტერესდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ტერიოტრიებზე მცხოვრებ საეკლესიო პირებს შორის კავშირების აღდგენის პერსპექტივით ამჟამად დახურული გადასავლელი პუნქტების ფონზე. ორივე მოსაუბრემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში არსებულ საეკლესიო მდგომარეობაზე და მის გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის რელიგიურ ცხოვრებაზე.

ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში და მისი პასუხისმგებლობის რაიონში ვიზიტის დასასრულს, ელჩმა შჩიგელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მათი კარგი მუშაობისთვის და მისიის წინაშე თავდადებისთვის მათ შორის COVID-19-ის პანდემიის დროს.


 
აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ფოთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების სახელმწიფო რწმუნებულის 1-ელ მოადგილე, მალხაზ თორიასთან შეხვედრისას მისიის ხელმძღვანელმა აფხაზეთის მიმართულებაზე, გალში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების სწრაფად განახლების იმედი გამოთქვა

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი განიხილავს შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამჟამად არსებულ უსაფრთხოების ვითარებას საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად

 

ელჩი შჩიგელი ხვდება ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ, საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ, მის უსამღვდელოესობა მიტროპოლიტ გერასიმეს

 
Follow us on social media