პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს ახლადდანიშნულ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

21.08.2020
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი შეხვდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალ სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს. 

მისიის ხელმძღვანელმა მიულოცა ქ-ნ ახვლედიანს დანიშვნა და მადლობა გადაუხადა მის ოფისსა და მისიას შორის არსებული პოზიტიური სამუშაო ურთიერთობისათვის. 

მისიის ხელმძღვანელი და სახელმწიფო მინისტრი ახვლედიანი მიესალმნენ სამხრეთ ოსეთის საკითხებზე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლოდროინდელ ხელახალ წამოწყებას და იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთის საკითხებზე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრებიც განახლდება. მათ ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, მათ შორის, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების გახანგრძლივებული ჩაკეტვა, ბოლოდროინდელი დაკავების შემთხვევები და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ე.წ. ‘ბორდერიზაციასთან’ დაკავშირებული საკითხები. ორივემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას, რომელიც ხშირად აქტიურდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშესაწყობად, და გადამწყვეტი ინსტრუმენტია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეთა შორის ნდობის გაძლიერებისთვის.  

შეხვედრის დროს მისიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაგრძო ადგილზე ყოფნა და სადამკვირვებლო საქმიანობა COVID-19-ის პანდემიის დროს. სახელმწიფო მინისტრმა განსაზღვრა მისი პრიორიტეტები და განახლებული ინფორმაცია წარადგინა ნდობის აღდგენის ინიციატივის ‘ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’ შესახებ. 


  მისიის ხელმძღვანელმა მიულოცა ქ-ნ ახვლედიანს დანიშვნა და მადლობა გადაუხადა მის ოფისსა და მისიას შორის არსებული პოზიტიური სამუშაო ურთიერთობისათვის

შეხვედრა მიმდინარეობს 

Follow us on social media