პრეს რელიზები

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

25.09.2020
2020 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, მისი აღმატებულება, ბ-ნი ტიბორ ბენკო ეწვია. მას ახლდა მაღალი დონის დელეგაცია, რომელშიც შედიოდა საქართველოში უნგრეთის ელჩი, მისი აღმატებულება, ქ-ნი ვიქტორია ჰორვატი და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა დელეგაციას და უნგრეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერისთვის. პრეზენტაციის დროს, ელჩმა შჩიგელმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია მისიის მანდატის და საქართველოში საქმიანობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა მისიის მართვადი ცხელი ხაზის, როგორც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე დაძაბულობის შემცირების ინსტრუმენტის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის კუთხით მისიის მთავარ მიღწევებს. 

უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა ტიბორ ბენკომ მადლიერება გამოხატა მისიის როგორც ადგილზე სტაბილურობის შემქმნელი ფაქტორის გამო და დაადასტურა მისიის მიმართ უნგრეთის უწყვეტი მხარდაჭერა. ის ასევე შეხვდა მისიის უნგრული კონტინგენტის წევრებს. დღესდღეობით უნგრეთი რჩება მისიის თანამშრომელთა რაოდენობის მხრივ ერთ-ერთ უდიდეს კონტრიბუტორად. დღეს, მთლიანობაში  უნგრეთის მოქალაქე 15 ქალი და მამაკაცი მუშაობს მისიაში. 




ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მისიის სათაო ოფისში ესალმება დელეგაციას


შეხვედრა მალე დაიწყება


ელჩმა შჩიგელმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია მისიის მანდატის და საქართველოში საქმიანობის შესახებ


მისი აღმატებულება, ბ-ნი ტიბორ ბენკო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უნგრული კონტინგენტის წევრებს შეხვდა


უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა საკუთარ თანამოქალაქეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ბრწყინვალე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.


უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, მისი აღმატებულება,  ბ-ნი ტიბორ ბენკო ესაუბრება მისიის უნგრელ წევრებს


ჯგუფური ფოტო ვიზიტის დასასრულს

Follow us on social media