პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

02.10.2020
2 ოქტომბერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  საქართველოში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა მინისტრს და მიაწოდა ინფორმაცია მისიის მუშაობის შესახებ.  მან ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებს COVID-19-ის პანდემიის კუთხით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს და „ბორდერიზაციის“ მოქმედებებს. 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან და ოძისის დახურულ კონტროლირებად გადასასვლელთან პატრულირებისას, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან საუბრისას, მინისტრმა პირველწყაროდან შეიქმნა შთაბეჭდილება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვითარების და მისიის მიერ ადგილზე სტაბილურობაში შეტანილი წვლილის შესახებ.  

მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მინისტრს შვედეთის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერისთვის, მათ შორის თავიანთი საქმის მიმართ თავდადებული ბევრი ქალისა და კაცის მისიაში მოვლინებისთვის. 
მინისტრმა ან ლინდემ გამოხატა მადლიერება ველზე ინფორმაციული ვიზიტისთვის და დაადასტურა შვედეთის მყარი მხარდაჭერა და მადლიერება მისიის საქმიანობის მიმართ. 


 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ესალმება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს და მას საჩუქარს გადასცემს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მისიის საქმიანობის შესახებ


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელი სტუმრებს უტარებს ბრიფინგს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვითარების და მისიის მიერ ადგილზე სტაბილურობაში შეტანილი წვლილის შესახებ


 ბრიფინგი გრძელდება


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ბრიფინგს უტარებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ან ლინდეს ადგილზე ვითარების შესახებ


პატრულირების დროს მინისტრმა პირველწყაროდან შეიქმნა შთაბეჭდილება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვითარების შესახებ

Follow us on social media