პრეს რელიზები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ენ ლინდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად იმყოფება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან

16.02.2021
თბილისი, 2021 წლის  16 თებერვალი - ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს, ხურვალეთის რაიონში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრს და შეუერთდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში და გაუზიარა ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. 

თავდაპირველად პატარა ხურვალეთში, შემდეგ კი სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს და მის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობაზე, სადაც აქცენტი გაკეთდა "ბორდერიზაციაზე", თავისუფალ გადაადგილებაზე უარყოფით გავლენასა და კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანის სხვა უფლებებზე.

განხილვები შემდგომში შეეხო იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ თემებს  ყოველდღიურ ცხოვრებაში კვლავ უდგება წინ, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა COVID-19 პანდემიის შედეგად.

ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს თან ახლდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი.

ორივე მათგანი მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთო-ს შორის შესანიშნავ თანამშრომლობას და კიდევ ერთხელ აღნიშნეს თავიანთი მზაობა, რომ ერთობლივად დაუჭირონ მხარი რაც შეიძლება მალე ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრის ჩატარებას. 


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ მოინახულა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი ხურვალეთის რაიონში, სადაც მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა უმასპინძლა. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში.


პატარა ხურვალეთში, საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე მისთვის საუკეთესოდ შერჩეული საწყისი სადამაკვირვებლო ადგილმდებარეობიდან ვიზუალურად გაეცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების განმარტებებს რეგიონის კონკრეტულ გეოგრაფიულ მახასიათებლებზე.


ამ ფოტოზე მას ინფორმაციას აწვდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ – ერთი შვედი დამკვირვებელი.


დიდ ხურვალეთში, სოფელში, რომელიც იყოფა "ბორდერიზაციის" მახასიათებლებით და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით,  ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს  მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ახდენს გავლენას მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებული თემების  ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. 


Follow us on social media