პრეს რელიზები

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად ენგურის ხიდს ეწვია

19.07.2021
თბილისი, 2021 წლის 19 ივლისი - უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ეწვია ენგურის ხიდს აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მისი ვიზიტის დროს შეუერთდა, მიაწოდა მას ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე განვითარებული უკანასკნელი  მოვლენების შესახებ და გაუზიარა საკუთარი ხედვა „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებების შესახებ, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე.    
 
მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 478 დღიანი დახურვის შემდეგ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის, ენგურის ხიდის კონტროლირებადი გადასასვლელის ხელახლა გახსნა  არის დადებითი მოვლენა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების მეტ თავისუფლებას იძლევა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაართულა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები. 
 
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მადლიერება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მუშაობის მიმართ. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული ვიზიტისთვის.







Follow us on social media