პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგნელს შეხვდა

08.09.2021
თბილისი, 2021 წლის 9 სექტმბერი – დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან, ბატონ ღასან ხალილთან. 

მისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა ბატონ ხალილს ინფორმაცია მისიის სადამკვირვებლო საქმიანობის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეინარჩუნა თავისი ადგილზე ყოფნა და ხილვადობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში. ბატონმა ხალილმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა სხვადასხვა პროექტებს, რომლებსაც გაეროს ბავშვთა ფონდი ახორციელებს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისა და ქალების მიმართ მის მხარდაჭერას ხარისხიანი ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
 
შეხვედრის მსვლელობისას, მათ ყურადღება გაამახვილეს განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, პანდემიით წარმოქნილ გამოწვევებზე, ასევე საქართველოში ახალგაზრდებთან მუშაობასა და მათ გაძლიერებასთან დაკავშირებული ინიციატივებს.

ბატონი შჩიგელი და ბატონი ხალილი შეთანხმდნენ, რეგულარულ კომუნიკაციაზე, რათა ხელი შეუწყონ ინფორმაციის გაცვლას საერთო ინტერესის საკითხებზე.


Follow us on social media