პრეს რელიზები

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ეწვია

01.04.2022
თბილისი, 2022 წლის 1 აპრილი – დანიის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნ იეპპე კოფოდის ხელმძღვანელობით, საქართველოში ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელის თანხლებით დღეს ეწვია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს. 

მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი შეხვდა დელეგაციას სოფელ მუხრანში და შემდეგ ვიზიტორებთან ერთად გაემართა ოძისის რაიონში, მათ შორის ოძისში გადაკვეთის პუნქტზე, რომელიც უკვე ორ წელიწადნახევარზე მეტია დაკეტილია.

ოძისში გადაკვეთის პუნქტზე, მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა მიაწოდა მინისტრს ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განვითარებული უსაფრთხოების უკანასკნელი მოვლენების და მათი გავლენის შესახებ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე გადაკვეთის პუნქტების ხანგრძლივ დაკეტვას, როდესაც საქმე ეხება გადაადგილების თავისუფლებას და განათლებაზე ან შესაბამის ჯანდაცვაზე წვდომას.   

საგარეო საქმეთა მინისტრმა კოფოდმა გამოიყენა მისი ვიზიტის შესაძლებლობა, რომ გადაეხადა მისიისთვის მადლობა ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებისთვის. 

დანიის თხუთმეტი წარმომადგენელი მსახურობს ამჟამად მისიაში დამკვირვებლად. 




Follow us on social media