თბილისი, 2022 წლის 14 ივნისი – დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.
მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა ბატონ დარჩიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
შეხვედრის დროს, მისიის ხელმძღვანელმა შჩიგელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოწადინებულობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე, უსაფრთხოების ვითარების შესაფასებლად შეინარჩუნოს ადგილებზე თვალსაჩინო პატრულირება 24 საათის განმავლოაში, კვირაში 7 დღე. მან ასევე გაუსვა ხაზი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელების მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა, რომ ამ პლატფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაძაბულობის განმუხტვისა და ადგილზე უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა მისიის როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხარდაჭერის კუთხით და განაცხადა, რომ მისია აგრძელებს მზადყოფნას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
მინისტრმა დარჩიაშვილმა აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საქართველოს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ეფექტიანი ფუნქციონალური თანამშრომლობა. მან ასევე ხაზი გაუსვა მისიის როლს დიალოგის შენარჩუნების და ნდობის აღდგენის კუთხით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით.