თბილისი, 8 ნოემბერი 2022 წელი - დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, ოძისში გადაკვეთის პუნქტზე უმასპინძლა ესტონურ დელეგაციას, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, ელჩ ჯონატან ვსევიოვის ხელმძღვანელობით.
ვიზიტისას ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. მან კონკრეტულად გააცნო დელეგაციას ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახანგრძლივებული დაკეტვის შესახებ. მან განმარტა, რომ ამან, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ საქმიანობასთან ერთად, გამოიწვია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ეს მოიცავს შემცირებულ წვდომას ჯანდაცვაზე, განათლებაზე, პენსიაზე, საკუთრებაზე და წყალზე.
ამასთან დაკავშირებით, ელჩმა შჩიგელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთოსთან ერთად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც ხუთშაბათს, ერგნეთში გაიმართება, გააკეთებს მოწოდებას გადაკვეთის პუნქტების სრულად გახსნისკენ.
ვიზიტის შემდეგ, გენერალურმა მდივანმა და მისი დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მადლიერება ვიზიტის, ბრიფინგებისა და მიმოხილვების შესახებ, მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის, თავდადებისთვის და საქართველოსა და ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.
ამჟამად მისიაში 2 ესტონელი დამკვირვებელი მუშაობს.