პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოძისში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

24.03.2023
თბილისი, 24 მარტი 2023 წელი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღეს ოძისის რაიონში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს. 

ოძისის გადაკვეთის პუნქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა მინისტრს ინფორმაცია, რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ ‘ბორდერიზაციის’ მიმდინარე ქმედებები და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. ბ-მა კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას.  

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.  

გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით. 





Follow us on social media