ერგნეთი,
2023 წლის 27
აპრილი
- ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 112-ე
შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში
სპეციალური წარმომადგენლის ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.
ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლებმა
დადებითად შეაფასეს მონაწილეთა
მყარი ერთგულება
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფორმატის მიმართ.
თანათავმჯდომარეები
მიესალმნენ აპრილში მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში სამხრეთ
ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი
პუნქტის გახსნას, რომელმაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ
ადგილობრივ მოსახლეობას მისცა დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა. ამასთან ერთად
თანათავმჯდომარეებმა გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრული ფუნქციონირების
აღდგენისკენ მიმართული თავიანთი მოწოდება. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის
გადასწვრივ რეგულარული მოძრაობა მისცემს კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს და კაცებს უფრო
უსაფრთხოდ ცხოვრების და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ქმედებების მეშვეობით
მათი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის
წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის როგორც გადაადგილების თავისუფლება ისე
უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენები.
სოფელ ჭვრინისთან დაკავების ბოლო მცდელობასთან
დაკავშირებით, თანამონაწილეებმა მტკიცედ აღნიშნეს, რომ ძალადობის ნებისმიერი
გამოყენება მიუღებელია და შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის არაპროგნოზირებადი
ესკალაცია. მათ ხელი შეუწყეს ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს აღნიშნულ რაიონში პატრულირებას. თანათავმჯდომარეებმა
ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი
ხაზის მნიშვნელობა უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის
მხრივ, რასაც დაეთანხმნენ მონაწილეები. ფართოდ იყო განხილული ჩორჩანა-წნელისის ვითარება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს
წარმომადგენელმა თანათავმჯდომარეებმა ასევე გამოხატეს მათი შეშფოთება დაკავებების
პრაქტიკის გამო. მათ მხარი დაუჭირეს დაკავებულების, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის
მძიმე მდგომარეობის მქონეთა გათავისუფლებას.
ორივე თანა
თავმჯდომარე მიესალმა
დღეს
დილას
ირიგაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე
გამართულ
ტექნიკურ შეხვედრა
ში ექსპერტების ჩართულობას - მომავალი სასოფლო-სამეურნეო სეზონისთვის უკეთ
მოსამზადებლად. მონაწილეები
დათანხმდნენ ტექნიკური დისკუსიების გაგრძელებას წყალზე ხელმისაწვდომობისა და სხვა
გარემოსდაცვითი უსაფრთხოების საკითხებზე.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრის ჩატარება წინასწარ დაიგეგმა 2023 წლის 3
ივლისს.