პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოძისში ვიზიტისას გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტს უმასპინძლა

11.07.2023
თბილისი, 2023  წლის 11 ივლისი – დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების უფროსმა, ბ-მა ბრაიან რიჩარდმა, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა გერმანულ დელეგაციას, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის, ქ-ნ ბერბელ ბასის ხელძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარების და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება. 


ქ-მა ბასმა გამოხატა მისი განსაკუთრებული ინტერესი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროების მიმართ და ასევე დაინტერესდა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან, ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევით, ისეთი საშუალებების მეშვეობით, როგორებიც არის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები ერგნეთში და მისიის მართული ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების უფროსმა განმარტა თუ როგორ უწყობს ეს ორი მექანიზმი ხელს დიალოგს, დაძაბულობის შემცირებას და ყოველდღიური პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას, რომელთა წინაშეც კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობა კვლავ დგას.     

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს გერმანულ დელეგაციას ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ, რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის დაკეტვისა და ‘ბორდერიზაციის’ ქმედებების გავლენაზე გადაადგილების თავისუფლებაზე.  


ვიზიტის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგნელებმა გამოხატეს მადლიერება ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ წარმოდგენილი შეფასებებისთვის. მათ დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოწადინებულობა და წვლილი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმიანობაში საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ამჟამად გერმანიის ოცდახუთი მოქალაქე მუშაობს. 

Follow us on social media