პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 116-ე შეხვედრა გაიმართა

13.12.2023
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 116-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. ელჩმა მოშანუმ განაცხადა, რომ 2024 წელს ეუთოს თავმჯდომარე მალტის რესპუბლიკა იქნება.

შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან მომხდარი სასიკვდილო შედეგით დასრულებული სროლა, ხოლო თანათავმჯდომარეებმა დაგმეს ძალის გამოყენება, რამაც საქართველოს მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია. თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების უსაფრთხოება უნდა დარჩეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ყველა მონაწილის უმაღლეს პრიორიტეტად. ყველა მონაწილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად უნდა ხდებოდეს ასეთი ტრაგიკული ინციდენტების პრევენცია. 

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს 6 ნოემბერს საღამოს ერგნეთში გამართული საგანგებო შეხვედრის მნიშვნელოვანი როლი დაძაბულობის  განმუხტვაში. მათ ასევე დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელოვანი როლი და თანათავმჯდომარეების ჩართულობა ინციდენტის შესახებ ინფორმაციის დროულ გაცვლაში. 

ეუთომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააკეთეს მოწოდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნისკენ მომავალ სადღესასწაულo პერიოდის განმავლობაში და ამასთან ერთად, გაიმეორეს თავიანთი მოწოდებები გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების წინაშე მდგარი გამოწვევები, განსაკუთრებით „ბორდერიზაციის“ ქმედებები და ბოლოდროინდელი დაკავებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ გააკეთეს მოწოდებები ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავებების შემთხვევების გადასაწყვეტად, განსაკუთრებით, მომავალი დღესასწაულების გათვალისწინებით. 

მონაწილეები შეთანხმდნენ შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 13 თებერვალს გამართვაზე. 


Follow us on social media