პრეს რელიზები

გენერალ-მაიორი ბეტინა ბუგანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა

26.03.2024
ევროკავშირის საბჭომ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი გენერალ-მაიორი ბეტინა ბუგანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა.

გენერალ-მაიორ ბუგანის აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში. თავისი 35 წლიანი კარიერის განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ადრე ის მუშაობდა კონფლიქტების პრევენციის, მედიაციისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხებზე მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც MINUSMA-ს (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში) პოლიციის კომისარი.

გენერალ-მაიორ ბეტინა ბუგანის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის პოლიტიკის და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.

Follow us on social media