პრეს რელიზები

მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა.

18.04.2024
თბილისი, 18 აპრილი 2024 წელი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ თბილისში გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან.    

 
შეხვედრის დროს, მისიის ხელმძღვანელმა ბუგანიმ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთგულებას საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის მიმართ. მისიის ხელმძღვანელმა ბუგანიმ ასევე გამოიყენა შესაძლებლობა, რომ აღენიშნა მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების ფასეულობა უსაფრთხოებასა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანის მხრივ. 

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ მადლობა გადაუხადა მისიას მისი უწყვეტი ერთგულებისა და საქართველოში სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის. მან დაადასტურა მისი მხარდაჭერა მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების მიმართ. 

Follow us on social media