პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 119-ე შეხვედრა გაიმართა

16.05.2024
ერგნეთი, 16 მაისი 2024 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 119-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენელმა თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. ამასთან დაკავშირებით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრის დაწყებისას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ განაცხადა: 

“ჩემთვის უდიდესი პატივია ამ მნიშვნელოვანი ფორმატის პირველად ხელშეწყობა ჩემს ეუთოს წარმომადგენელ კოლეგასთან ერთად. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი წარმოადგენს შეუცვლელ პლატფორმას არსებითი დიალოგის მეშვეობით სტაბილურობის გასამყარებლად. მე მოვუწოდებ ყველა მონაწილეს პრაგმატული გადაწყვეტილების პრიორიტეტად ქცევისკენ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალების და კაცების ცხოვრების გაუმჯობესებას.” 


თანათავმჯდომარეები მიესალმნენ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაკვეთის პუნქტების მაისის დასაწყისში, მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში გახსნას. ამან შესაძლებლობა მისცა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ  ადგილობრივ თემებს ეზეიმათ დღესასწაული ნათესავების და რელიგიური ადგილების მონახულების მეშვეობით. ამავდროულად თანათავმჯდომარეებმა გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდებები. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობა მისცემს კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს და კაცებს უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების და მათი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის საშუალებას. თანათავმჯდომარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს 26 აპრილს ირიგაციის შესახებ გამართული კონსტრუქციული ტექნიკური შეხვედრა და წაახალისეს სარწყავი წყლის გაზიარების გაუმჯობესებისკენ მიმართული მცდელობების გაგრძელება. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენელმა თანათავმჯდომარეებმა ასევე გამოხატეს მათი შეშფოთება დაკავებების პრაქტიკასთან დაკავშირებით. მათ მხარი დაუჭირეს დაკავებულების, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონეთა  გათავისუფლებას. 



ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეები ჩაერთნენ აქტიურ დისკუსიებში, რომელთა შორისაც ყურადღება გამახვილდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების ისე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებული მოვლენების ჩათვლით. მათ ასევე გაამახვილეს ყურადღება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობაზე ფართო სპექტრის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად. 

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 23 ივლისს გამართვაზე.  

Follow us on social media