ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 119-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით.
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისის რაიონში პატრულირებისას უმასპინძლა დელეგაციას, ეუთოს (ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო, ევროპის საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, დოქტორ იან ბორგის ხელმძღვანელობით.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ თბილისში გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან.
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ოძისის მიმდებარედ პატრულირებისას უმასპინძლა დელეგაციას, ეუთოში (ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ფინეთის მუდმივი წარმომადგენლის, ელჩ ვესა ჰაკინენის ხელმძღვანელობით.
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სოფელ ხურვალეთის მიდამოებში პატრულირებისას უმასპინძლა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC).