პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 126-ე შეხვედრა გაიმართა

22.07.2025
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 126-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის ერთობლივი ხელშეწყობით. 

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ყველა მონაწილის უწყვეტ ერთგულებას ფორმატის მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს მის გადამწყვეტ როლს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებაში. 

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ კონსტრუქციულ დიალოგში, გაამახვილეს რა ყურადღება მიმდინარე გამოწვევებზე, მათ შორის დაკავებებზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე, ‘ბორდერიზაციის’ ქმედებებზე და ზოგადად ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  და ეუთოს წარმომადგენელმა თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი წუხილი დაკავებების განგრძობადი პრაქტიკის გამო. მათ ასევე მხარი დაუჭირეს გადაადგილების თავისუფლების ზრდას, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახურ შეხვედრებს ზაფხულის განმავლობაში. 

დისკუსიები ასევე შეეხო სარწყავი და ნარჩენი წყლის მართვას. თანათავმჯდომარეებმა წაახალისეს პრაქტიკული თანამშრომლობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მშრალი პერიოდის განმავლობაში წყლის რესურსებზე საკმარისი წვდომის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მზადყოფნა ამ სფეროში შემდგომი მხარდაჭერის გასაგრძელებლად.  

მონაწილეებმა აღიარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, როგორც მაღალი ეფექტიანობის საშუალება, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების საერთო აღქმის ჩამოსაყალიბებლად. 

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი შეხვედრის 2025 წლის 29 სექტემბერს გამართვაზე. 



Follow us on social media