პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება არასრულწლოვანთა განთავისუფლებას ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ

02.05.2013
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საჩხერის რაიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო ცხინვალში მყოფი ხუთი არასრულწლოვანის განთავისუფლებას მიესალმება.

1 მაისს ინფორმაციის მიღებისთანავე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი შეუფერხებლად აამოქმედა და არასრულწლოვანთა დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა, რაც დღეს დილით ერგნეთში განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არასრულწლოვანთა დაკავება იშვიათად ხდება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში ბავშვების ინტერესების დაცვისკენ ყველა მხარეს მოუწოდოს.

Follow us on social media