პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეჩვიდმეტე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ყურადღება გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე გამახვილდა

16.09.2013

16 სექტემბერს , ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეჩვიდმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითი ხელმძღვანელის ჟერარ ფიშერისა და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ანდრეი დიშიციას ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ  მომხდარი ინციდენტები და შემთხვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ნიქოზის ტერიტორიას დაეთმო . შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მზადყოფნა ითანამშრომლონ დაძაბული სიტუაციების მოკლე ვადებში განსამუხტავად, როგორც ეს 12 აგვისტოს გამართული რიგგარეშე შეხვედრის   ფარგლებში მოხდა .

საუბარი იყო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვის პროცესის მიმდინარეობასა და იმ ნეგატიურ გავლენაზე რაც ამ პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაცხოვრებაზე აქვს. გაკეთდა მონაწილეთა ერთობლივი ვიზიტის შეთავაზება ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე პრობლემურ მიდამოებში.

ერთ-ერთ განსახილველ საკითხს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მოსავლის აღების სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები წარმოადგენდა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოცემულ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებების ტექნიკური კვლევის შესახებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მონაწილეებს მოუწოდეს წარმოედგინათ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზეგავლენის მქონე პრობლემების გადაჭრაზე მორგებული მიდგომები. მონაწილეები ადმინისტრაციულ საზღვართან შინაური ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად არაფორმალური მექანიზმის შექმნა ზე შეთანხმდნენ . შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ცვლილებასთან დაკავშირებული ვითარება.

ასევე განხილული იყო დაკავბულ პირებთან დაკავშირებული საკითხები და კვლავ ხაზგასმით აღინიშნა სამხრედრო წვრთნების შემთხვევაში წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობა. 

Follow us on social media