დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სოფელ ხურვალეთის მიდამოებში პატრულირებისას უმასპინძლა ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს (PSC).
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ, თბილისში გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი, ბეტინა პატრისია ბუგანი დღეს თბილისში ჩამოვიდა რათა შეუდგეს მისი მოვალების შესრულებას.
ევროკავშირის საბჭომ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი გენერალ-მაიორი ბეტინა ბუგანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა.
ერგნეთი, 20 მარტი 2024 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 118-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობით.