პრეს რელიზები

დიცი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავშეკავებისკენ მოუწოდებს

17.09.2013
დღეს, შუადღისას, დიცის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან  ღობეების აღმართვის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს.

სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელს შორის ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაუყოვნებლივ გაუწია ორგანიზება. შეხვედრა ამჟამად მიმდინარეობს.

2013 წლის მაისიდან დიცის მოსახლეობამ არაერთხელ გამოთქვა წუხილი ღობეების აღმართვის პროცესთან დაკავშირებით, რაც გადაადგილების თავისუფლებასა და საყოფაცხოვრებო საკითხებთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და წყალზე ხელმიუწვდომლობა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე ზედმიწევნით დაკვირვებას გააგრძელებს.

ფოტო არქივიდან: გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ჰანს შნაიდერი დიცში

Follow us on social media