პრეს რელიზები

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკე

06.11.2013
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა ახლახანს შეხვედრების ოცდამეხუთე რაუნდი დაასრულეს. პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს ადგილებზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. გასული რაუნდის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მეტ-ნაკლებ სტაბილურობას და მშვიდ მდგომარეობას, მაგრამ შეშფოთებით აღნიშნეს ადმინისტრაციულ საზღვრებთან სხვადასხვა ადგილებში ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის პროცესის მიმდინარეობის გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისა და საყოფაცხოვრებო საკითხებზე. გამომდინარე აქედან, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს განიხილონ ეს მოვლენები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, რათა იპოვონ პრობლემების მოგვარების არსებულ სიტუაციაზე მორგებული გზები.

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების განახლების საჭიროება და მიესალმნენ მოცემული შეხვედრების ნაყოფიერი საქმიანობის გაგრძელებას ერგნეთში. მონაწილეებმა კვლავ გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ძალის გამოუყენლობის განცხადების პროექტზე მიმდინარე სამუშაოს თაობაზე და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ამ პროცესში ჩართულობას, რათა მიიღონ განცხადება ამ თემაზე უახლოეს მომავალში. მონაწილეები მიესალმნენ თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ საუკეთესო გამოცდილების ამსახველ კატალოგს რომელიც გადაადგილების თავისუფლებას ეხება და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული ორი შეხვედრის შედეგია. 

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა. მათ ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმ მოვლენების ჰუმანიტარულ შედეგებზე, რომლებმაც ადმინისტრაციულ საზღვრებთან ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იქონიეს გავლენა. მონაწილეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გადაადგილების თავისუფლების, დაკარგული და დაკავებული პირების და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული გზების პოვნის თაობაზე

პირველ დღეს მონაწილეები დაესწრნენ საინფორმაციო სესიას სახელწოდებით "პრაგმატული მიდგომები გადაადგილების თავისუფლების საკითხებისადმი" .

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ  მომდევნო შეხვედრა 2013 წლის 17- 18 დეკემბერს გაიმართება.
Follow us on social media