პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეცხრამეტე შეხვედრა გაიმართა

18.11.2013
15 ნოემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეცხრამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ანდრეი დიშიციას ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები და შემთხვევები განიხილეს. თანათავჯდომარეები მიესალმნენ საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების მიერ გამოჩენილ თავშეკავებას. განხილული იყო დაკავბულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება კი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას დაეთმო.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვადასხვა მონაკვეთებზე მიმდინარე ღობეების აღმართვის პროცესი და ის ზეგავლენა, რაც ამ პროცესს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ყოფაცხოვრებაზე აქვს. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გამოიყენებენ კომუნიკაციის ყველა საშუალებას, მათ შორის სატელეფონო ცხელ ხაზს და სხვა პირდაპირ არხებს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქების გზების საპოვნელად. 

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მზად არიან მაქსიმალურად გამოიყენონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის პოტენციალი, რათა იპოვონ პრაქტიკული გამოსავალი ადგილზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.  

თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს შესთავაზეს გაეგრძელებინათ წინა შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების განხილვა, რათა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგი უფრო ეფექტიანი გახდეს.

შემდეგი შეხვედრა 9 დეკემბერს გაიმართება.


Follow us on social media