პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეორმოცე შეხვედრა გაიმართა

09.12.2013
9 დეკემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეორმოცე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ანდრეი დიშიციას ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. შეხვედრას, რომელიც კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა, ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენელი ელჩი ანჯელო გნედინგერიც დაესწრო.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ზეგავლენაზე რაც ღოღეთსა და ბერშუეთში მიმდინარე ღობეების აღმართვის პროცესს აქვს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ყოფაცხოვრებაზე. მონაწილეებმა ასევე განიხილეს დიდი ხურვალეთის სასაფლაოსა და ეკლესიაში ადგილობრივი მოსახლეობის დაშვების შესაძლებლობის საკითხი.

მკაცრი ზამთრის პერიოდში თანათავმჯდომარეებმა ყველა მხარეს მოუწოდეს გამოიჩინონ კონსტრუქციულობა, ერთმანეთს დროულად შეატყობინონ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და იპოვონ პრაქტიკული გადაწყვეტილებები ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. 

თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს არ გამოიჩინონ ხისტი მიდგომა იმ ადამიანების მიმართ, ვინც მომავალი დღესასწაულების პერიოდში, ნათესავების ან რელიგიური ადგილების მოსანახულებლად ადმინისტრაციულ საზღვარს   შემთხვევით გადაკვეთს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ,  სამხრეთ ოსეთიდან დაკარგული სამი ახალგაზრდის საქმის წინ წასაწევად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ოფისსა და დაკარგული ახალგაზრდების ნათესავებსა და მოწმეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 21 იანვარს არის დაგეგმილი.


Follow us on social media