2014 წლის 21 მარტს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა განიხილეს არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენება კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა დაკარგული პირუტყვის დაბრუნება. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილეს სასოფლო - სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
სასოფლო - სამეურნეო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით თანათავჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს მონაწილეებს პრაგმატულად მიუდგნენ სასოფლო - სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობის საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 28 აპრილს გაიმართება.