პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეოთხე შეხვედრა გაიმართა

28.04.2014
2014 წლის 28 აპრილს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარის და კონფლიქტების საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და 21 მარტის შეხვედრის შემდეგ მომხდარი დაკავების შემთხვევები. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის ეფექტიანი გამოყენება კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა აღდგომის დღესასწაულამდე დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლება. სადღესასწაულო პერიოდში დაკავების სხვა შემთხვევები არ მომხდარა.

მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებული  სხვადასხვა საკითხები, როგორიცაა სასოფლო - სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა.

გაგრძელდა თანათავჯდომარეების წინადადების განხილვა, რომელიც ეხებოდა პატრულირების დროს უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების წარმომადგენლების შემთხვევით შეხვედრებთან დაკავშირებულ ზოგად პროცედურებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 3 ივნისს გაიმართება.


Follow us on social media