პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული სიტუაციის განსახილველად რუსეთის დელეგაციას შეხვდა

02.12.2008
 

დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, ერგნეთში, რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ევნევიჩის ხელმძღვანელობით, რუსულ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრა ჟენევის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, ყველა შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენელს შორის, ადმინისტრაციულ საზღვართან ერთობლივი სამართალდამცავი მექანიზმის ამუშავების ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს.

ორივე მხარემ შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის გამო და ხაზი გაუსვა 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმების სრული შესრულების მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაიმართება შემდგომი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვის მიზნით.

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება