პრეს რელიზები

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკე

18.06.2014
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ოცდამევე რაუნდი დასრულ და .

პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა მოლაპარაკებები ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განიხილვით დაიწყეს . თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს არსებული შედარებით მშვიდი და სტაბილური ვითარება , განმეორებული ინციდენტების მიუხედავად, როგორიცაა სამოქალაქო პირების დაკავებათა რიცხვის გაზრდა სამხრეთ ოსეთის კონტექსტში. ამ მხრივ, თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ადგილობრივი სტრუქტურების პოზიციას დააკავებულთა სწრაფი და დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველყოფასთან  დაკავშირებით. გარკვეული შეშფოთება გამოიწვია ახალგორის რაიონში გადაკვეთის პროცედურების ბუნდოვანებამ.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული მუშაობა . მათ მონაწილეებს მოუწოდეს მოეძებნათ კომპრომისი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების გალის მექანიზმის აღდგენასთან დაკავშირებით და დადებითად შეაფასეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერგნეთის მექანიზმის  მუშაობა.

თანათავმჯდომარეებმა ღრმა სინანული გამოხატეს მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობის ჩაშლასთან დაკავშირებით დღის წესრიგის გარკვეულ საკითხებზე   მონაწილეების უთანხმოების გამო . თანათავმჯდომარეებმა დაუყოვნებლივ ჩაატარეს ორმხრივი კონსულტაციები ყველა მონაწილეთან, რათა ეპოვათ გზები ამ სამუშაო ჯგუფის სხდომის გასაგრძელებლად, რაც აუცილებელია ნდობის აღდგენისა და ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველი საკითხები არის წმინდად ჰუმანიტარული და არ უნდა იყოს პოლიტიზებული. მათ შეახსენეს მონაწილეებს, რომ ჰუმანიტარული საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატის ნაწილია. ამიტომ, მათი გადაწყვეტის წარუმატებლობა სამწუხაროა. თანათავმჯდომარეები გააგრძელებენ კონსულტაციებს ყველა მონაწილესთან უახლოეს მომავალში, რათა მოიძებნოს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები ამ ფორმატში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 2014 წლის 7-8 ოქტომბერ ს გაიმართება.

Follow us on social media