პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეათე შეხვედრა გაიმართა

17.11.2014
დღევანდელ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეათე შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენელი ელჩი ანჯელო გნედინგერი სიტყვით გამოვიდნენ და მონაწილეებს მათი მუდმივი ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს. ბატონმა კლაარმა აღნიშნა, რომ "უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ამ რეგულარულმა შეხვედრებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილზე  უსაფრთხოების მდგომარეობის სტაბილიზაციას".

ელჩმა გნედინგერმა მონაწილეებს მოუწოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობის გაგრძელებისკენ პრაგმატიზმის სულისკვეთებით და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

მონაწილეებმა განიხილეს ღობეებისა და სათვალთვალო მოწყობილობების ზეგავლენა  ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ყოფაცხოვრებაზე. მათ დააყენეს სამართალდაცვით სფეროსა და დაკავებებთან დაკავშირებული საკითხები და ზოგიერთი ბოლოდროინდელი შემთხვევის სწრაფ გადაწყვეტას მიესალმნენ.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან დაკავშირებული საკითხები როგორიცაა შეშის შეგროვება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.






Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება