ევროპის საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2016 წლის 14 დეკემბრამდე ორი წლით გააგრძელა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. 2008 წლის ოქტომბრიდან მისია ხელს უწყობს ადგილზე მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ნორმალიზაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი ექვს პუნქტიანი შეთანხმების სრულ დაცვაზეა კონცენტრირებული.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა: "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით ევროკავშირი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს".
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას ურთიერთობის, მხარეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის სხვა ღონისძიებების საშუალებით. მისია მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან, განსაკუთრებით გაეროსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) და მისი ქმედებები თანხვედრაშია ევროკავშირის სხვა საქმიანობასთან.
მისიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს. ბატონი ტოივო კლაარი მისიას 2013 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა და მალე მისიას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განახლებული მანდატის პირველი წლის ბიუჯეტი 18.3 მილიონი ევროა.