პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 53-ე შეხვედრა გაიმართა

25.03.2015
2015 წლის 25 მარტს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეცამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

შეხვედრა მეგობრულ და მეტად კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განხილვის შემდეგ, მონაწილეებმა მოახლოებული აღდგომის პერიოდში სასაფლაოებზე და სალოცავებში მისვლის ხელშეწყობის შესაძლო მექანიზმებზე, პატიმრებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მდგომარეობასა და ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაჩენილი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

თანათავმჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს მონაწილეებს ინფორმაციის გასაცვლელად და გადაუწყვეტელი საკითხების მოსაგვარებლად ცხელი ხაზის მექანიზმის გამოყენების პოზიტიური პრაქტიკა განაგრძონ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა, ოთხშაბათს, 29 აპრილს გაიმართება.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება