პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 54-ე შეხვედრა გაიმართა

30.04.2015
2015 წლის 29 აპრილს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განხილვისას მონაწილეებმა ცხელი ხაზის აქტიური გამოყენება დადებითად შეაფასეს. თანათავმჯდომარეებმა სინანული გამოთქვეს აღდგომის პერიოდში გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, მაგრამ კმაყოფილებით აღნიშნეს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პერიოდში დაკავებების შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა. მონაწილეებმა უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა საკიხი, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საინფორმაციო აბრების დაზიანება და ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაჩენილი პრობლემები განიხილეს.

თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამხედრო დატვირთვის მქონე ნებისმიერი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის წინასწარი გაცვლისკენ მოუწოდეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2015 წლის 25 მაისს გაიმართება.



Follow us on social media