პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 60 წლისთავს აღნიშნავს

08.12.2008

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი, ოთხშაბათს, 10 დეკემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 60 წლისთავის აღსანიშნავად, ღონისძიებას მასპინძლობს.

ღონისძიება, რომელიც ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან და ზუგდიდში არსებულ არასამთავრობო ორაგნიზაცია „ადამიანის უფლებების ცენტრსა“ და „ადამიანთან“ ერთად არის ორგანიზებული, 150 უნივერსიტეტის სტუდენტს შეკრებს.

დისკუსია, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და  ადამიანის უფლებების ადგილობრივი ექსპერტები უხელმძღვანელებენ, ადამიანის უფლებების დაცვის ევოლუციაზე კონცენტრირდება. ღონისძიებას სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორი,  ომბუცმენის წარმომადგენელი ზუგდიდში და ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე დაესწრებიან.

დისკუსიას, დოკუმენტური ფილმის „ხიდი ვადიზე“ ჩვენება მოჰყვება.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები მოწვეულნი არიან ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელიც 10 დეკემბერს, ზუგდიდში, დამოუკიდებელ უნივერსიტეტში 14:30-დან 15:30-მდე გაიმართება. 

Follow us on social media